Europetime-ს ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.
„რაც მოხდა, ტრაგედიაა და გულწრფელად ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს და მეგობრებს. მე ასევე გამოვხატავ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას საქართველოში ლგბტქი ადამიანების მიმართ და ვურჩევ მათ, განაგრძონ ბრძოლა თავიანთი უფლებების დასავად, ბრმა ფანატიზმის მიუხედავად.
ეს უნდა იყოს გაკვეთილი და მომხდართან დაკავშირებით დადგინდეს პასუხისმგებლობა სახელმწიფო მოხელეებისა და სამართალდამცავი ორგანოების დონეზე.
მიუხედავად იმისა, რომ მე ნამდვილად ვაფასებ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მტკიცედ დაგმობას მედიის წარმომადგენლებზე, გასული კვირის მოვლენების შემდეგ, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ აჩვენა არასაკმარისი მზაობა, უზრუნველეყო პოლიციის საკმარისი რაოდენობით დაცვა ღონისძიებაზე და არ დაგმო ხმამაღალი და მკაფიო მუქარები, სიძულვილის ენა, - სისუსტე, რომელიც ზოგიერთ რადიკალურ ძალას შეიძლება, გაეგო როგორც „მწვანე შუქი“ ძალადობისკენ. მომავალში, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ლგბტქი ადამიანების ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის მათი მშვიდობიანი შეკრების და ორგანიზების უფლება. ეს აუცილებელია, თუ მათ სურთ, რომ ბრიუსელში მათი ევროკავშირის ამბიციური მიზნები სერიოზულად იყოს განხილული.
ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების/პოლიტიკურად გამოყენების ნებისმიერ მცდელობას, განსაკუთრებით იმ პოლიტიკური ძალების მიერ, რომლებიც თვითონ არასდროს ყოფილან LGBTQI + ადამიანების უფლებების დამცველები“, - აღნიშნავს კალიურანდი Europetime-თან.
მარინა კალიურანდი არის ესტონელი პოლიტიკოსი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი (2015-2016) ეკავა, მანამდე იყო ელჩი როგორც რუსეთში (2007-2011), ასევე აშშ-ში (2011–2014).
,,ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს
დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე
ღარიბაშვილი ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება