საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ვრცლად და ღიად ისაუბრეს მიმდინარე პროცესებთან, 5-6 ივლისის მოვლენებთან და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით.
„შეხვედრაზე, ერთი მხრივ, პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციით ადამიანის უფლებების დაცვის გარანტმა და მეორე მხრივ, ომბუდსმენმა, როგორც ადამიანის უფლებების დამცველმა შექმნილი დაძაბული მდგომარეობის განმუხტვისა და დაპირისპირების შემცირების საკითხი განიხილეს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნინო ლომჯარია: პრეზიდენტთან გულწრფელი საუბარი შედგა, არის საკითხები, რომლებსაც სწორად აფასებს