დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის „პენ ბაიდენის ცენტრის” მმართველი დირექტორი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას Twitter-ში ეხმიანება.
მისი თქმით, დამნაშავეთა დასჯა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
"საქართველოში ჟურნალისტი გარდაიცვალა, რომელსაც ბრბო დაესხა თავს. დამნაშავეების დასჯა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ", - წერს კარპენტერი.
ცნობისთვის, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გუშინ გარდაიცვალა.