შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება.
მისი თქმით, ჟურნალისტებისა და LGBTIQ თემის წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელი და სამწუხაროა და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
„შოკირებული ვარ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს. ჟურნალისტებისა და LGBTIQ თემის წინააღმდეგ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელი და სამწუხაროა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე Twitter-ზე.
ცნობისთვის, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გუშინ გარდაიცვალა.