"ქართული ოცნების" ოფიქსთან აქციაზე პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა

"ქართული ოცნების" ოფიქსთან აქციაზე პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან თბილისში, პარტია "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად იცავენ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს.

აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

ამ ეტაპზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი, ირაკლი აბსანძეც. დაკავების კადრები ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

„ქართული ოცნების“ ოფისთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად შენობას კვერცხები და წითელი საღებავი ესროლეს.

რუსთაველზე შეკრებილი აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრნენ