ჯიმ რიში: კანონის უზენაესობა მხარს უჭერს მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს

,,რესპუბლიკელი" სენატორი ჯიმ რიში ,,ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თავდასხმები ჟურნალისტების, ტურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საქართველოში დასაგმობია.

„თავდასხმები ჟურნალისტების, ტურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საქართველოში დასაგმობია. ვლოცულობ ბატონ ლაშქარავასა და მისი ოჯახისთვის. ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. კანონის უზენაესობა მხარს უჭერს მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს. საქართველომ უკეთესს უნდა მიაღწიოს“, – წერს რიში Twitter-ზე.

ცნობისთვის, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.