,,ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ.
ლაშქარავას იოსელიანის ქუჩა #37-დან, 15:00 საათზე გამოასვენებენ.
შეგახსენებთ, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა,11 ივლისს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.