საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი შსს-ში დიპლომატებსა და მინისტრ გომელაურს შორის შეხვედრაზე წერს. Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ელჩი მთავრობას მოუწოდებს, დაიცვას ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის უმცირესობების.
„დიპლომატებს გუშინ გვქონდა შეხვდერა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩვენ კვლავ დავაფიქსირეთ ჩვენი იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასა და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევასთან დაკავშირებით თბილისში. დაპირისპირების რიტორიკის ნაცვლად, ჩვენ მოვუწოდეთ მთავრობას, დაიცვას ყველას უფლება, მათ შორის უმცირსობებისა და პრესის თავისუფლების უფლება“, - წერს საფრანგეთის ელჩი.
საფრანგეთის ელჩი: გულგატეხილი ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო