საფრანგეთის ელჩი: გულგატეხილი ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ,,ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.

ელჩი სამძიმარს უცხადებს, გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს.

,,გულგატეხილი ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, რომელმაც მიიღო დაზიანებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რათა ჰომოფობია და ძალადობა გაეშუქებინა.

ჩემი თანაგრძნობა მის ოჯახს და კოლეგებს. მედიის, პრესის თავისუფლება, დისკრიმინაციის, სიძულვილის წონააღმდეგ ბრძოლა. არა ძალადობას", - წერს twitter-ზე კოლასი.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ნიდერლანდების ელჩი: შოკირებული ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით

ევროკავშირის ელჩი ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება