სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მისივე ცნობით, სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი, საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, ამჟამად კი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს ხვდება.