,,ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს. ოპერატორი უკანასკნელ გზაზე, სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორებმა, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და ახლობლებმა ტაშით გააცილეს.
ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, მის საცხოვრებელ სახლთან „კამერების კორიდორი“ მოაწყვეს.
შეგახსენებთ, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა,11 ივლისს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.