აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ორშაბათს “გენოციდის და სისასტიკის თავიდან აცილებაზე ყოველწლიური ანგარიში” გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშში წერია, "ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის ხელი შეუწყოს დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც ემყარება სტაბილურ საერთაშორისო სისტემას და კრიტიკულია თავისუფლების, კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის. ადმინისტრაცია დაიცავს ადამიანის უფლებებს მთელ მსოფლიოში და აღიარებს, რომ დანაშაულების თავიდან აცილება წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ ინტერესს და მთავარ მორალურ პასუხისმგებლობას".
"წელს პირველად მოხსენებაში მოცემულია უშუალოდ დეტალური ინფორმაცია კონკრეტულ ქვეყნებში მომხდარი სისასტიკის შესახებ, მათ შორის ბირმაში, ეთიოპიაში, ჩინეთსა და სირიაში. ეს ადგილები წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის უმძიმეს გამოწვევებს ჩვენს დღის წესრიგში", - განაცხადა ბლინკენმა.
ანგარიშის მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ 6 ქვეყანაში გენოციდი ხდება. ეს ქვეყნებია: მიანმარი, ჩინეთი, ეთიოპია, ერაყი, სირია და სამხრეთ სუდანი. ეს განცხადება იმ ანგარიშის ნაწილია, რომელშიც აღწერილია აშშ-ის მთავრობის ფინანსური, დიპლომატიური და სხვა ღონისძიებები, რომელიც ამის შეჩერების მცდელობისთვის გამოიყენება.
იანვარში ბლინკენმა დაადასტურა, რომ ჩინეთი სინჯინგიანის რეგიონში ახორციელებს გენოციდს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს. სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს ვიზების შეზღუდვას ჩინელი ჩინოვნიკებისათვის, რომლებიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელნი არიან მუსულმანური უმცირესობების დაკავებასა და შეურაცხყოფაში.
მიანმარის შემთხვევაში, აშშ-მ ამ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას სანქციები დაუწესა და 2021 წლის პუტჩის შემდეგ, სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა
2021 წლის მარტში, მარტში, ბლინკენმა ეთიოპიის ტიგრეის რეგიონში ეთნიკური წმენდის ფაქტების შესახებ გამოაცხადა. აშშ ეთიოპიისთვის ზოგიერთ არაჰუმანიტარული სახის დახმარებას ზღუდავს და ამ ქვეყნის წინააღმდეგ, თავდაცვის სფეროში შესყიდვებზე ახალ კონტროლებს აწესებს.
აშშ-ს მთავრობა მოწოდებულია ებრძოლოს ISIS-ს და მის ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, განსაკუთრებით ერაყსა და სირიაში.
ეს ქმედებები პასუხობს მაშინდელი მდივნის კერის მიერ 2016 წელს განსაზღვრულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ISIS პასუხისმგებელი იყო ერაყსა და სირიაში კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მცხოვრებლი ჯგუფების გენოციდში, მათ შორის ეზიდების, ქრისტიანებისა და შიიტი მუსლიმების.
სამხრეთ სუდანში მთავრობამ ჩაიდინა არამართლზომიერი მკვლელობები, მათ შორის ეთნიკური ნიშნით. არასამთავრობო შეიარაღებულმა ჯგუფებმა ასევე ჩაიდინეს მკვლელობები, გაუპატიურება, სექსუალური მონობა და ბავშვების მიმართ ძალადობა.
2021 წლის თებერვალში მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ სამხრეთ სუდანში ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ.