ევროპარლამენტარები აინტერესებთ, როგორ პასუხობს საქართველო 5 ივლისს მომხდარ ძალადობას

ევროპარლამენტის LGBTQ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრმა 28 პარლამენტარმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს წერილი გაუგზავნა. ამის სესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის LGBTQ საკითხებზე მომუშავე ჯგუფი Twitter-ზე ავრცელებს.

ბორელისადმი გაგზავნილ წერილში საუბარია საქართველოში 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ფაქტებსა და "ღირესების მარშზე", რომელიც "თბილისი პრაიდის" ფრგლებში იყო დადგეგმილი, თუმცა ძალადობრივი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხის გამო გაუქმდა.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში LGBTQ+ პირთა უფლებების დაცვა წინა წლებშიც გამოწვევას წარმოადგენდა და იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს აცილებული მსგავსი ძალადობის შემთხვევები, საჭიროა სახელმწიფომ უზრუნვეყოს მათი ეფექტურად დაცვა.

ევროპარლამენტის LGBTQ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრესბ აინტერესებთ პასუხი შემდეგ კითხვებზე:

1. ევროკავშირი-საქართველოს ადამიანის უფლებების დიალოგი შედგა 6 ივლისს. რა ქმედებების განხორციელებას აპირებს სახელმწიფო იმისათვის, რომ დაცული იყოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და როგორ ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს;

2. რა ზომებს მიმართავს ევროკავშირის მისია საქართველოში იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულოს ვალდებულება, გამოიძიოს მომხდარი, გამოავლინოს მოძალადეები, დასაჯოს ისინი და დაუწესოს შესაბამისი სანქციებ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამგვარი ძალადობა აღარ განმეორდეს;

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის LGBTQ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა 28 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წერილით მიმართეს.