ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მიმართავს მდიდარ ქვეყნებს, რომ ნუ შეუკვეთავენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამატებით დოზებს, ვიდრე არიან ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინების დოზები საერთოდ არ აქვთ. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.
,,ნუ შეუკვეთავთ ვაქცინების დამატებით დოზებს, ვიდრე არიან ისეთებიც, ვისაც დოზები არ აქვთ”, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი სუმია სვამინათანი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მესამე დოზით აცრა საჭირო არ არის.
მისი თქმით ადამიანები მეცნიერებს უნდა დაეყრდნონ და არა ცალკეულ კომპანიებს.
რომ სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შექმნილი ვაქცინების შერევისგან თავშეკავებისკენ ინდივიდებს მოუწოდა და არა ჯანდაცვის უწყებებს.
,,თქვენ უნდა დაეყრდნოთ მეცნიერებას და მონაცემებს, და არა ცალკეულ კომპანიებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ვაქცინებით იმუნიზაცია სამჯერ უნდა მოხდეს", - სვამინათანი
ჯანმოს მთავარი მეცნიერი ასევე აღნიშნავს, რომ მან რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შექმნილი ვაქცინის შერევისგან თავშეკავებისკენ ინდივიდებს მოუწოდა და არა ჯანდაცვის უწყებებს.
„ცალკეულმა პირებმა დამოუკიდებლად არ უნდა გადაწყვიტონ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებს კი ეს შეუძლიათ. სხვადასხვა ვაქცინის შერევასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების მონაცემებს ველოდებით. საჭიროა, შეფასდეს იმუნოგენურობა და უსაფრთხოება“, - აცხადებს სვამინათანი.
ცნობისთვის, სუმია სვამინათანიმ განაცხადა, სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინების კომბინაცია არის „საშიში ტენდენცია“, რადგან ვაქცინების კომბინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
„ეს ცოტა საშიში ტენდენციაა. როდესაც საუბარია შერევაზე, ჩვენ ვიმყოფებით ზონაში, სადაც არ არსებობს მონაცემები ან მტკიცებულებები“, – განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.