Reuters-ის ინფორმაციით, თალიბანმა თურქეთი გააფრთხილა, რომ მათ მიერ ქაბულის აეროპორტში ჯარის დატოვებას შედეგები მოჰყვება.
"ავღანეთის ისლამური საამირო გმობს ამ უღირს გადაწყვეტილებას. თუკი თურქი ოფიციალური პირები საკუთარ გადაწყვეტილებას არ გადაიფიქრებენ და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას განაგრძობენ, ისლამური საამირო მათ შეებრძოლება". – აცხადებს დაჯგუფება თალიბანი.
პარალელურად, აშშ-სა და თურქეთს შორის ქაბულის აეროპორტში ჯარის დატოვებასთან დაკავშირებით საუბრები მიმდინარეობს.
"მივესალმებით თურქეთის მნიშვნელოვან როლს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანასა და აქ უსაფრთხო გარემოზე მუშაობაში". – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა და დაამატა, რომ ქაბულის აეროპორტთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის შეთანხმებები გრძელდებოდა.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება. ამ დროისთვის შტატებმა ბაგრამის ავიაბაზა უკვე დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ.
ავღანეთი უკვე დატოვეს დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის სამხედროებმა.