ეკატერინე ტიკარაძე: საკმაოდ გაიზარდა ბავშვებში ინფექციის გავრცელება, უნდა დავიცვათ ისინი ამ ვირუსისგან

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საკმაოდ გაიზარდა ბავშვებში. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მეტი პედიატრიული საწოლის მობილიზების კუთხით დაწებულია მუშაობა.

"საკმაოდ გაიზარდა ბავშვებზე ინფექციის გავრცელება და შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა პედიატრიულ საწოლზე. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, რათა მოხდეს მეტი პედიატრიული საწოლის მობილიზება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვები დავიცვათ ამ ვირუსისგან. დღესდღეობით მიმდინარეობს არაერთი მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს პრევენციული ზომები მეტად უფრო ეფექტურად, იმისთვის რომ ბავშვების ინფიცირებისგან მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ", - განაცხადა ტიკარაძემ.

რა შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში ბავშვების ვაქცინაცია

ივანე ჩხაიძე: კორონავირუსისგან ბავშვების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაციით