Pfizer-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია, ხარვეზის აღმოსაფხვრელად IT ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge-ზე ტექნიკური შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დამატებითი IT ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, დღეს Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 15:00საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვებგვერდზე შეფერხების გამო, რეგისტრაცია რამდენიმე საათით შესაძლებელი არ იყო.

რატომ ვერ რეგისტრირდებიან მოქალაქეები Pfizer-ით ვაქცინაციაზე