ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა - ზალკალიანი

"ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, აშშ–ის სურვილია, აქ იყოს სტაბილურობა", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ–ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„არ ყოფილა მისი [პომპეო] მხრიდან პირდაპირი ჩარევა. ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია. ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მოუწოდებს ყველას, საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში. რა თქმა უნდა, ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, არც არის ეს მათი სურვილი. მათი სურვილია, საქართველოში სიტუაცია იყოს სტაბილური, რადგან მხოლოდ განვითარების პირობებში შეუძლია ქვეყანას, გაუჩნდეს ის შესაძლებლობები, რომ გაუმკლავდეს გამოწვევებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.