კახა კუჭავა ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე: საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თანმიმდევრული მხარდაჭერით ოკუპაცია მალე დასრულდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხმაურება.

კახა კუჭავას თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თანმიმდევრული მხარდაჭერით ოკუპაცია მალე დასრულდება.

„ერთ წელზე ხანგრძლივი უკანონო პატიმრობის შემდეგ ზაზა გახელაძე ოჯახს დაუბრუნდება. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თანმიმდევრული მხარდაჭერით ოკუპაცია მალე დასრულდება, ოკუპაცია დროებითია“, - წერს კახა კუჭავა Twitter-ზე.

ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძე თავისუფალია