Pfizer-ის ვაქცინაზე ყველა ჯავშანი შევსებულია

ამ დროისთვის Pfizer-ის ვაქცინაზე ყველა ჯავშანი შევსებულია.

Pfizer-ის ვაქცინის 28 ათასი დოზა საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ვაქცინაზე რეგისტრაცია 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტი გაითიშა და მოგვიანებით ჩაირთო.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატრინე ტიკარაძის განცხადებით, საიტზე ხარვეზი მაღალმა მიმართვიანობამ გამოიწვია.

როგორც ცნობილია, Pfizer-ით აცრის პროცესი 16 ივლისიდან დაიწყება. Pfizer-ის ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.