ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: მივესალმებით ზაზა გახელაძის გათავისუფლებას

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას მიესალმება.

როგორცი მისიის განცხადებაში წერია, პოზიტიური შედეგის მისაღწევად ერთწლიანი უწყვეტი მუშაობა მიმდინარეობდა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შვებით მიესალმება ბატონი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, რაც მოხდა ამ პოზიტიური შედეგის მისაღწევად ერთწლიანი უწყვეტი ძალისხმევის შემდეგ, მათ შორის ცხელი ხაზის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერგნეთის ფორმატში ფართო დისკუსიების გზით“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძე თავისუფალია.