TV პირველმა, მთავარმა არხმა, ფორმულამ და კავკასიამ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად შეჩერებული მაუწყებლობა აღადგინა.
ტელევიზიებმა მაუწყებლობა გუშინ, 24 საათით შეწყვიტეს.
ტელევიზიების მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტები და ოპერატორები 24 საათის განმავლობაში არც მიმდინარე გადაღებებზე გასულან.
24 საათის განმავლობაში ეკრანზე ჩნდებოდა წარწერა: "გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!", ამის შემდეგ კი იმ ჟურნალისტების სია, რომლებიც 5 და 6 ივლისს დაშავდნენ. ამასთან, ეკრანზე იყო შაბათის აქციის ანონსიც.
პროტესტის ნიშნად 4 ტელეკომპანია მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს