პროტესტის ნიშნად 4 ტელეკომპანია მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად ოთხი ტელეკომპანია 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს.

ტელევიზიების მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ,ტვ პირველის", ,,ფორმულას", ,,მთავარი არხის" და ,,კავკასიის" ჟურნალისტები და ოპერატორები მომდევნო 24 საათის განმავლობაში არც მიმდინარე გადაღებებზე წავლენ.

გუშინ, რეგიონული მაუწყებლებიც გაითიშა.

ცნობისთვის, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა,11 ივლისს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

მედიამენეჯერების ორგანიზებით, ოპერატორის გარდაცვალების გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციები გაიმართა.

ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას მთავრობას, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.