რიჩარდ ბრენსონის  კომპანია Virgin Galactic-ი კოსმოსში გასაფრენად ორ ბილეთს ათამაშებს

Usatoday-ის ცნობით, Virgin Galactic-ის დამფუძნებელი, რიჩარდ ბრენსონი პირველი კოსმოსური ფრენისდან კვირას დაბრუნდა. კოსმოსური ფრენების კომპანია აპირებს კოსმოსში გასაფრენი ბილეთების ასობით ათას დოლარად გაყიდვას, მაგრამ ის ინახავს ორ ბილეთს, რომელიც გათამაშების გამარჯვეულს გადაეცემა.

როგორც საქველმოქმედო პლატფორმა Omaze წერს, Virgin Galactic-ი კოსმოსში გასაფრენად ორ ბილეთს ათამაშებს.

გათამაშება 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდება და მას მხოლოდ ერთი გამარჯვებული ეყოლება, რომელსაც ორივე ბილეთი შეხვდება. მისი ვინაობა სავარაუდოდ 29 სექტემბერს გახდება ცნობილი.

კოსმოსში ფრენა კი 2022 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

გათამაშებაში მონაწილეობა უფასოა, მაგრამ მსურველებს 10-დან 100 დოლარამდე დონაციის გაკეთება შეუძლიათ. შეგროვილი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება და ამავდროულად მონაწილეთა გამარჯვების შანსებს გაზრდის.

რიჩარდ ბრენსონი პირველი მილიარდელია, რომელმაც კოსმოსში საკუთარი წარმოების რაკეტით იმოგზაურა