ჯო ბაიდენი ანგელა მერკელზე: ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენი მეგობრობის გაგრძელებაა

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შეხვედრა იმართება.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, მერკელი აშშ-ის „საუკეთესო მეგობარია“.

„ჩვენ შევხვდით დიდი შვიდეულის სამიტზე და NATO-ს შეხვედრაზე. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ აშშ-ისა და გერმანიის ურთიერთობები განმტკიცებაზე. ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი დღის წესრიგი. ჯერ პირისპირ გავისაუბრებთ და შემდეგ ჩვენი მთავრობის წევრებიც შემოგვიერთდებიან. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენი მეგობრობის გაგრძელებაა. დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება“, – განცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ანგელა მერკელი ვაშინგტონში ბოლო ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გერმანიაში შემოდგომაზე არჩევნებია დაგეგმილი, რის შედეგადაც გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე მერკელის შემცვლელის ვინაობა გახდება ცნობილი.

დღეს ჯო ბაიდენი ანგელა მერკელს შეხვდება