უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრად "ხალხის მსახურის" დეპუტატი, დენის მონასტირსკი დანიშნა.
დენის მონასტირსკი კანდიდატურას 271-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
"მე არ ვპირდები ხალხს ყველა პრობლემის მყისიერად მოგვარებას. ეს შეუძლებელია. მე ვპირდები პროფესიონალურად და პრინციპულად შევასრულო მინისტრის მოვალეობა და მზად ვარ, ღირსეულად ვიმსახურო ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა დენის მონასტირსკმა სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მისი მთავარი მიზნები ორგანიზებული დანაშაულის და ე.წ. კანონიერი ქურდებთან წინააღმდეგ ბრძოლა, პოლიციას, საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობების დამყარება, საგზაო უსაფრთხოება, ნარკოტიკებთან ბრძოლა და საზღვრების დაცვა იქნება.
ცნობისთვის, დენის მონასტირსკი შს მინისტრის თანამდებობაზე არსენ ავაკოვი ჩაანაცვლა.
არსენ ავაკოვმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა