შარლ მიშელი სომხეთში ჩავიდა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მიშელი შეხვდება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს, რის შემდეგაც ფაშინიანი და მიშელი გააკეთებენ განცხადებებს, სადაც შეაჯამებენ მოლაპარაკებებს მასმედიის წარმომადგენლებისთვის.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს და ეწვევა სომეხთა გენოციდის მემორიალურ კომპლექსს.

18 ივლისს შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ბათუმის კონფერენციაში.