ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა. ვიზიტთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას, ევროპული საბჭო სავარაუდოდ, დღეს გამოაქვეყნებს.
Europetime-ს ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, რომ დაგეგმილია შარლ მიშელის მონაწილეობა ბათუმის კონფერენციაში, რომელიც 19 ივლისს გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება ევროსაბჭოს პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს სავარაუდოდ, 18-19 ივლისს ეწვევა.
„დაგეგმილია ვიზიტი, როგორც ვიცი 19, თუ 18 ივლისს აპირებს ჩამოსვლას. 5 ივლისს რაც შეეხება, შარლ მიშელს მივაწვდით სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას, რა რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს ძალადობის ჩადენის შემდეგ, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის საკითხში უშუალოდ იყო ჩართული და მან სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონიც მიავლინა თბილისში. ხანგრძლივი მოლაპარაკებები საბოლოოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამდგომლობით შემუშავებულ დოკუმენტზე ხელმოწერით დასრულდა.
პრეზიდენტი: ბატონ მიშელს შევთავაზე, ბათუმის ცნობილი კონფერენცია გადაიქცეს ასოცირების სამიტად
შარლ მიშელი: პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და ჩართულობა უკვე მდგრადი გახდა
ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
ცნობისათვის, დღეს სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 16-17 ივლისს სომხეთს ეწვევა.