პრემიერი: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს მთავარ პარტნიორს, იქნებ როგორმე გაფუჭდეს ურთიერთობა საქართველოსთან

ორიოდე კვირის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც, სახელმწიფო მდივანიც მადლობას მიხდიდნენ პირადად მე რეგიონში გაწეული ლიდერობისთვის და იმ წარმატებული საქმეებისთვის, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ამერიკასთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ, საქართველოს გაუფუჭდეს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან, თუმცა ქვეყნის წინსვლას და განვითარებას ვერ შეაფერხებენ.

„ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ გამორჩეული, უნიკალური სტრატრეგიული პარტნიორობით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენ მთავარ სტრატრეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შერთებულ შტატებთან, სახელმწიფოსთან, როემლიც არს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მხარდამჭერი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამერიკას. ყოველთვის გამოვხატავ მადლიერებას მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის, ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ჩვენ ჩვენი მხრივ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო გავაძიეროთ პარტნიპრობა და მეგობრობა, რომელიც დაფუძნებულია თანასწორუფლებიან, ურთიერთპატივსაცემ დამოკიდებულებაზე. ყოველგვარი სპეკულაციები, სანქციები და ა.შ. ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება. სრული უფლება მაქვს მე ვთქვა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული მეგობარი ამერიკის სახელმწიფოსი და არა ცალკეული ინდივიდების, არც ცალკეული ჩინოვნიკების.

უკმაყოფილება არის გამოხატული სასამართლოსთან მიმართებაში, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით დ ა.შ. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, როცა მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, გავაკეთეთ ძალიან დიდი რეფორმა სასამართლოში, რომლის შედეგადაც ძალიან დიდი პროგრესი იქნა მიღწეული სასამართლოში. ჩვენ გვახსოვს კარგად, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით - 2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმ დროინდელი სასმართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან სასამართლო რეფორმას რომელიც არის განგრძობითი პროცესი, რომელიც არ მთავრდება ერთ ან ორ დღეში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ იდეალური და უშეცდომონი, მაგრამ ეს არის პროცესი.

ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამჭვირვალეობის კუთხით, ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას. სასამართლოსადმი ნდობის მხრივ, ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს გარკვეული კითხვები და რაღაც გაუგებრობა შეიქმნას. მე ვაძლევ პირობას ყველას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს სტრატეგიულ მთავარ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება და ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ამას სჭირდება მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა-განმარტება.

ორიოდე კვირის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც, სახელმწიფო მდივანიც მადლობას მიხდიდნენ პირადად მე რეგიონში გაწეული ლიდერობისთვის და იმ წარმატებული საქმეებისთვის, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ამერიკასთან ერთად. აქეთად გამომდინარე, უპასუხისმგებლო, მავნებელი პოლიტიკოსების გასაგონად მინდა ვთქვა, მე გუშინ მოვისმინე კომენტარები, რომ ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს მთავარ პარტნიორს, იქნებ როგორმე გაფუჭდეს ურთიერთობა ჩვენთან, საქართველოსთან. ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესებში. მოსახლეობას შევახსენებ, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, დათო ბაქრაძე, კანდელაკი და სხვები, აღარ ჩამოვთვლი სხვა გაუგებარ ადამიანებს, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ლიდერობით, ევროკავშირში დადიოდნენ და სთხოვდნენ, არ მიენიჭებინათ საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. ეს არის გაგრძელება იმ მავნებლური პოლიტიკისა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივაწვებით, ბოლომდე გავაკეთებთ და ვერავითარი ძალა, ვერავითარი ეს უსამართლო გაუგებარი მავნებლური პოლიტიკა ჩვენს პროგრესს ვერ შეაფერხებს და ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ენტონი ბლინკენი: აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცების გამო

ნედ პრაისი: საქართველოში დემოკრატიისადმი სანდოობა მოითხოვს, რომ დაისაჯოს ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს და წაახალისა ძალადობა

სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე