საქართველოს კოვიდ 19-ის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის ნაწილს ეხება.
„მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში და საქართველოს კოვიდ 19-ის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მან ეუთო-ს მინსკის ჯგუფს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აღმოუჩინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რუსეთის ოკუპაციის პირობებში, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვია.