ევროკავშირი სურს უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში, ასევე განამტკიცოს კავშირები რეგიონთან, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ევროკავშირს სურს უფრო აქტიური როლი ითამაშოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გააძლიეროს კავშირი რეგიონის ქვეყნებთან და აქტიურად იმუშაოს აღოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებლად"- განაცხადა შარლ მიშელმა.
მისი თქმით, ევროკავშირი ეხმარება ეუთო-ს „მინსკის ჯგუფს“ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.
”ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარებას. იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება სამხედრო ტყვეების საკითხის მოგვარება, დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკების გადაცემა და საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია... იმედი გვაქვს, მოლაპარაკებების საშუალებით შესაძლებელი გახდება საუბარი თანამშრომლობის საკითხებზე, სატრანსპორტო კომუნიკაციებზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას. სამშვიდობო მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მზადაა, იყოს ახლოს და იყოს კონსტრუქციული პარტნიორი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად და დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის", - განაცხადა შარლ მიშელმა პრესკონფერენციაზე.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი სომხეთში გუშინ ჩავიდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.