საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზსს მოინახულებს.
მისივე თქმით, საქართველოს და უკრაინას აქვთ ერთნაირი გამოწვევები, ორივე ებრძვის რუსეთიდან მომდინარე აგრესიას.
„ბატონი ზელენსკი ჩამოსვლისთანავე ეწვევა ხურჩას და ენგურის ხიდს, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს. მოგეხსენებათ, საქართველოს და უკრაინას აქვთ ერთნაირი გამოწვევები. ორივე ებრძვის ოკუპაციას. ორივე ებრძვის რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. საოკუპაციო ხაზზე ვიზიტი კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხეებისა, რაც საქართველოსა და უკრაინას აქვთ“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლადიმირ ზელენსკი ბათუმში ჩაფრინდა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა.
უკრაინის პრეზიდენტი დღეს ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება