საქართველოს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ეწვია. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე დახვდა.
ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 19 ივლისს ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთობლივ შეხვედრას გამართავს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან.
როგორც ცნობილია, მაია სანდუ ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.