შარლ მიშელი: მნიშვნელოვანია ასოცირების პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა

"მეგობრებო, ეს შეხვედრა არის იმის შესაძლებლობა, რომ აქცენტი გაკეთდეს ასოცირების პარტნიორების ტრიოს ინიციატივაზე, რომ გაძლიერდეს კოორდინაცია ასოცირების პარტნიორებს შორის ბრიუსელთან, ეს მეტად მოგვცემს საუკეთესო პრაქტიკის გაძლიერების შესაძლებლობას უფრო ფართო დღის წესრიგზე, რაც მომავლისთვის გვაქვს დასახული", - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასოცირების პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.

"დღეს ასევე ხაზს ვუსვამ, რომ მნიშვნელოვანია ასოცირების პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. მინდა, გავაკეთო კიდევ ერთი შემოთავაზება, მოდით, დავნერგოთ სასამართლო რეფორმის კონკურენტული სამიზნე ორიენტირი და ვნახოთ, როგორი მხარდაჭერა შეიძლება იქნას მობილიზებული კავშრების გასამყარებლად ევროკავშირთან.

ძვირფასო მეგობრებო, მიმაჩნია, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ის ლოკომოტივი, რომლის ტრანსფორმაციაც ხელს შეუწყობს კეთილდღეობას და ეკონომიკურ განვითარებას, ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი გახსნილობისა და საერთო თანამშრომლობისთვის. ვახსენე ერთი თაობა დამოუკიდებლობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამ ერთი თაობის დროს მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი არის თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორი უფრო მეტი დემოკრატიისთვის, უფრო მეტი სტაბილურობისთვის და მეტი კეთილდღეობისთის, და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნის მოსახლეობის სასარგელოდ", - განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროკავშირი ეკონომიკური გარღვევის პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 2,3 მილიარდი ევროთი დაეხმარება