ევროკავშირი ეკონომიკური გარღვევის პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 2,3 მილიარდი ევროთი დაეხმარება

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი გლობალური გამოწვევის წინაშე ვდგავართ COVID-19-ის სახით. ყველამ ვიცით, რომ პანდემია გლობალური თანამშრომლობის ძალისხმევით თუ დაიძლევა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო სხვა გამოწვევების წინაშეც დგას.

"ეკონომიკური ზრდა იქნება, კლიმატის ცვლილება იქნება, ციფრული გარდაქმნა თუ ნებისმიერი სხვა... ასევე თანაბარი ინკლუზიური საზოგადოების შექმნა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიძლება იყოს უფრო მეტი პარტნიორობისა და თანამშრომლობის საფუძველი. ის უნდა იყოს კატალიზატორი დემოკრატიისთვის, რეფორმებისთვის, სამართლის უზენაესობისთვის, იმისთვის რომ დესტაბილიზაცია არ მოხდეს ქვეყნებში", - აღნიშნა შარლ მიშელმა.

მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყნისთვის ევროკავშირი ყველაზე მსხვილი პარნიორია.

"2019 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევეში 45%-ითაც კი იმატა, ჩვენმა ურთიერთობამ და ვაჭრობამ და ევროკავშირი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია ზოგიერთი თქვენი ქვეყნისთვის და ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. იმისთვის, რომ თქვენი საკანონმდებლო სივრცე და ჩარჩო სისტემა განვითარდეს, იმისთვის რომ კონკურენტუნარიანი გახდეს თქვენი ქვეყნის მეწარმეობა ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზარზე.

მეგობრებო, კოლეგებო, ჩვენ ვხედავთ, რომ ვიზალიბერალიზაციასაც აქვს თავისი სარგებელი - საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ახალგაზრდობას. 80 ათასი გაცვლითი პროგრამა არსებობს Erasmus-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

მინდა მომავალზე გავაკეთო აქცენტი და სამი პრიორიტეტი გამოვყო: პირველი არის უპრეცედენტო ეკონომიკური გარღვევის პროგრამა, რომელიც გარდამტეხია ამ რეგიონისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის. ევროკავშირი მათ 2,3 მილიარდი ევროთი დაეხმარება. ამ დახმარებას ექნება 17 მილიარდი ევროს მობილიზაციის შესაძლებლობა. ასევე ძლიერ მწამს, რომ დაკავშირება თავისი ფართო გაგებით, ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება. შევძლებთ ათასობით კილომეტრი გზის დაგებას, სარკინგზო გზების განვითარებას 2030 წლისთვის. ეს კიდევ უფრო დაამოკლებს ფიზიკურ დაშორებას ჩვენს საზოგადოებებს შორის. ეს მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება იქნება ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი, რომელიც კიდევ უფრო მედეგს გახდის თქვენს ქვეყნებს. მესამე და საბოლოო აქცენტი არის რეფორმები. დემოკრატიული მმართველობა არის იმის გასაღები, რომ ლიბერალური დემოკრატია გახდეს მნიშვნელოვანი აქცენტი სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური აუცილებლობა. ესაა უცილობელი ფაქტორი იმ შესაძლებლობების გამოყენება, რასაც იძლევა ეს ინსტრუმენტი.

მეგობრებო, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა, ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ აქცენტი გაკეთდეს ასოცირების, პარტნიორების, ტრიოს ინიციატივაზე. იმისთვის, რომ გაძლიერდეს კოორდინაცია ასოცირების პარტნიორებს შორის ბრიუსელთან. ეს კიდევ უფრო მოგვცემს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას უფრო ფართო დღის წესრიგზე, რაც მომავლისთვის გვაქსვ დასახული", - განაცხადა შარლ მიშელმა.