Amazon-ის დამაარსებელი და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანიანი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი კოსმოსში დღეს გაფრინდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მასთან ერთად კოსმოსში გაფრინდება მისი ძმა, მარკ ბეზოსი, 82 წლის პიონერი კოსმოსური რბოლაში, უოლი ფუნკი და 18 წლის სტუდენტი.
ისინი გაფრინდებიან კოსმოსური ხომალდით, New Shepard-ით, რომელიც ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა შექმნა.
"მე აღფრთოვანებული ვარ. ხალხი სულ მეკითხება, ვნერვიულობ თუ არა. სინამდვილეში არ ვნერვიულობ, ცნობისმოყვარე ვარ", - განაცხადა ბეზოსმა.
ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში 18 წლის ოლივერ დაემენი გაემგზავრება