ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში 18 წლის ოლივერ დაემენი გაემგზავრება

18 წლის ოლივერ დაემენი გახდება ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც 20 ივლისს კოსმოსში, Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან ერთად გაფრინდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაემენი შეცვლის ადამიანს, რომელმაც კოსმოსში გასამგზავრებლად, ადამიანების შესარჩევად გამოცხადებულ აუქციონზე, $28 მილიონის გადახდაზე თანხმობის შემდეგ გაიმარჯვა. თუმცა, ბოლო მომენტში ორბიტალურ ტურზე "გრაფიკში არსებული კონფლიქტის" გამო უარი თქვა.

გავრცელებული ინფორმაციით, კოსმოსში გასამგზავრებლად, ოლივერის მამა ემზადებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, გადაწყვიტა, ამის შანსი მიეცა შვილისთვის, რომელიც ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტია.

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაემგზავრება

ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში სამოგზაურო ბილეთი აუქციონზე 28 მილიონ დოლარად გაიყიდა