ანტონიო გუტერეში: ერაყში მომხდარი თავდასხმა გვახსენებს, რომ ტერორიზმის საშინელებას საზღვრები არ აქვს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მკაცრად გმობს ალ-სადრის ბაზარში მომხდარ თავდასხმას, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ამის შესახებ ის განცხადებაშია საუბარი.

გაეროს გენერალურმა მდივანმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ერაყის მთავრობას, დაზარალებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

„ეს თავდასხმა გვახსენებს, რომ ტერორიზმის საშინელებას საზღვრები არ აქვს. დამნაშავე პირებმა მართლმსაჯულების წინაშე პასუხი სასწრაფოდ უნდა აგონ“, - ნათქვამია გუტერეშის განცხადებაში.

ერაყში ტერორისტმა თავი აიფეთქა - დაიღუპა მინიმუმ 35 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაიჭრა