ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირებიის მიერ ჩინეთის კიბერთავდასხმებში დადანაშაულება უსაფუძვლოა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მსოფლიოში კიბერშეტევების უდიდესი წყაროა.
„აშშ თავის მოკავშირეებს შეუერთდა ჩინეთის წინააღმდეგ კიბერუსაფრთხოების საკითხზე უსაფუძვლო ბრალდებების წამოსაყენებლად. ჩინეთი ამას არასდროს შეეგუება. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება და ებრძვის კიბერშეტევების ყველა ფორმას. ჩინეთი არასდროს წაახალისებს, მხარს არ დაუჭერს და არ შეეგუება კიბერშეტევებს. ეს პოზიცია თანმიმდევრული და მკაფიოა“, - აღნიშნეს ჩინეთის საგარეო უწყებაში.