ჯიმ რიში: სენატორი შაჰინი და მე საქართველოში ვიმყოფებოდით 2012 წელს, ვფიქრობდით, ახალი დასაწყისი იქნებოდა, მაგრამ რეგულარულად იმედგაცრუებულნი ვართ

,,თავად მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება", - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების წევრმა და ,,რესპუბლიკელმა" სენატორმა ჯიმ რიშმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწეების კანდიდატებს მოუსმინეს.

„თავად მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე საქართველოში ვიმყოფებოდით 2012 წელს, როცა არჩევნები ჰქონდათ და რომლის შესახებაც ვფიქრობდით, რომ ახალი დასაწყისი იქნებოდა. მაგრამ, მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება. ისინი ჩამოდიან ვაშინგტონში, მუდამ, სხვადასხვა პარტიები და თითოეული მათგანი ცდილობს ჩვენთან ჩაერთოს, კავშირი ჰქონდეთ და მხარი დავუჭიროთ მათ პოლიტიკურ მანევრებს, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს, და ჩვენ განუწყვეტლივ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ არ ვაპირებთ მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი“ - აცხადებს სენატორი რიში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატი კარენ დონფრიდი: საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია