დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ყველა ადამიანი უნდა აიცრას და თუკი ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზრდება, მოქალაქეები დაიცავენ დაწესებულ რეკომენდაციებს, ვირუსის შეჩერება შესაძლებელი იქნება.
,,ყველა ვინც აცრილები არ ბრძანდებით უნდა წაბრძანდეთ და აიცრათ სულ ყველა. რაც დღეს გაკეთდა, რომ არცერთ შეკრებაზე აუცრელი ადამიანი არ უნდა იყოს დაშვებული, დღეს მე თვითონ მოვედი ჩემი აცრის სტატუსით, რომ არ დამერღვია წესი.
თუ ყველა მოქალაქე გააკეთებს, რომ აიცრება და არ დაარღვევს წესებს, რომელიც რეკომენდებული და დანერგილია, დარწმუნებული იყავით, რომ შევაჩერებთ ვირუსს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად კორონავირუსის სწრაფი ტესტის ჩატარებაც საკმარისი იქნება