21 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქინა ჯამში 374 685-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 133 648 ადამიანი.
"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბოლო 24 საათში, ვაქცინა 6 506-მა ადამიანმა გაიკეთა. სპეციალისტები ამ ციფრის 20-დან 25 000 მდე გაზრდას ელოდებიან.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო.