Reuters-ის ინფორმაციით, ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამქვეყნდა, Pfizer-ის ან Astrazeneca-ს ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მაღალ ეფექტურია.
როგორც გამოცემა წერს, კვლევის თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა სიმპტომური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით 88%-ით ეფექტურია „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ. ალფა ვარიანტის შემთხვევაში კი მისი ეფექტურობა 93.7%-ია.
ამასთან, Astrazeneca-ს ვაქცინის ორი დოზა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით, „ალფას“ წინააღმდეგ კი - 74.5%-ით ეფექტურია.
ალფა და დელტა ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტურობაში მხოლოდ მცირე განსხვავებები აღინიშნა”, - განმარტავენ კვლევაში ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერები.
მანამდე მათ განაცხადეს, რომ Pfizer-ის ან Astrazeneca-ს ვაქცინები ერთი დოზა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მხოლოდ 33%-ით ეფექტურია.