კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ბოლო 24 საათში 8000-ზე მეტი ადამიანი აიცრა

22 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 383 339-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 135 291 ადამიანი.

ბოლო 24 საათში, საქართველოში 8 654 ადამიანი აიცრა.

სპეციალისტების გეგმით, დღეში ამ რიცხვმა 25 000-ს უნდა მიაღწიოს.

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 261 ადამიანს დაუდასტურდა