კახა კალაძემ ახალი საარჩევნო სლოგანი წარადგინა

„მეტი სიცოხლე ყველა უბანში“ - „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ჩართვისას ახალი საარჩევნო სლოგანი წარადგინა.

როგორც კალაძემ ვიდეომიმართვისას აღნშნა, უმთავარი ღირებულება იყო და არის სიცოცხლე.

„თქვენ იცით, ბოლო 2 წლის განმავლობაში რა გამოწვევის წინაშე დადგა მსოფლიო, რამაც გვაიძულა დაფიქრება და დღეს უკეთ ვიცით, რამდენად ძვირფასი, რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სირთულეები გადავლახოთ.

ამიტომ, ჩვენი სლოგანი ემყარება იმას, რომ გვინდა მეტი საქმის კეთება, მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია, მეტი მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ, მეტი საბავშვო ბაღი აშენდეს...

შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ჩვენი საარჩევნო სლოგანი და დაპირება იქნება „მეტი სიცოხლე ყველა უბანში“!

მზად ვარ, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მუნიციპალიტეტში მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავო, რათა მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ჩვენი თბილისის ყველა უბანში,“- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ქალაქის მერის საარჩევნო სლოგანი იყო "სიცოცხლით სავსე ქალაქი".

,,ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე დაასახელა