ეკატერინე ტიკარაძე : Pfizer-ის  250 000 დოზას „სლოტად“ გამოვიტანთ. 20-დღიანი ჯავშნები გაიხსნება

რეგისტრაციის ელექტრონული მოდული განახლდა სრულიად და მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის მომდევნო რეგისტრაციის შეუფერხებლად ჩასატარებლად სამინისტრომ რამდენიმე უწყებასთან ერთად იმუშავა, საიტი გამართა და წინა რეგისტრაციისას არსებული პრობლემები აღმოფხვრა.

მინისტრის განცხადებით, საიტი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სუსტი წერტილი, რომელიც ვაქცინაციის მართვისას გამოვლინდა.

„ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, დღეს, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და რამე შეფერხება არ იქნება. მას აქვს რამდენიმეშრიანი გადაზღვევა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს განახლდება რეგისტრაცია Pfizer-ის მეორე დოზებზე და 37 კლინიკაში, სადაც უკვე ჩაიტარეს აცრები, საშუალება ექნებათ 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი.

თქვენ იცით, რომ Pfizer-ის ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე. მოგმართავთ თხოვნით, რომ Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე. თუმცა, აქ ჩვენ ვაძლევთ მოქალაქეებს მოქნილობას და ამ ჯავშნის მიღების შემდეგ ექნებათ საშუალება, შეცვალონ მათთვის სასურველი თარიღი და კლინიკა შედარებით მოგვიანებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოქალაქეები, რომლებიც მეორე დოზებზე წინასწარ რეგისტრაციას გაივლიან, უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, კლინიკების ცხელ ხაზს ან 144 3-ს უნდა დაუკავშირდნენ.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სარწმუნოება, რომ არ არის საჭირო პირველივე წუთებში რეგისტრაცია, 250 000 Pfizer-ის დოზა იქნება გამოტანალი სლოტად, გაიხსნება 20-დღიან ჯავშნების შესაძლებლობა.

„ამ ეტაპისთვის მხოლოდ Pfizer-ისთვის არის მობილიზებული 108 ბრიგადა. ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც სამუშაო საათები, ასევე ბრიგადები დავამატოთ და სამი დღის განმავლობაში უკვე შეგვიძლია დამატებითი დოზები შევთავაზოთ მოქალაქეებს. დღეს არსებული 108 ბრიგადით გვაქვს საშუალება, რომ 180 000-ზე მეტ ადამინს 20 დღის განმავლობაში შევძლოთ და დავუკმაყოფილთ მოთხოვნა. შემდეგ მხოლოდ თბილისის მაშტაბით დამატებული 50%-იანი ბრიგადების რაოდენობით ჩვენ შეგვიძლია გამტანუნარიანობა გავზარდოთ 211 000-მდე, ხოლო რეგიონების მასშტაბით საჭიროების და გაზრდის შემთხვევაში უკვე 254 000 Pfizer-ის დოზის გამტარობის შესაძლებლობა გვაქვს მხოლოდ 20 დღის განმავლობაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, შესყიდვებით განხორციელებული Pfizer-ის მოწოდება კომპანიის მხირდან ყოველკვირეული რეჟიმით, უწყევტად გაგრძელდება.

შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდი. მოქალაქეებს ვაქცინაციის პორტალზე წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური 24 საათის განმავლობაში მიუვათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო, პირველ დოზაზე რეგისტრაცია ხვალ დაიწყება.

საქართველოში ამერიკის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ვაქცინა 24 ივლისს შემოვა

საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წლიდან იქნება შესაძლებელი