ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 8000-ზე მეტი ადამიანი აიცრა

23 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 391 781-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 136 734 ადამიანი.

ბოლო 24 საათში, ვაქცინა 8 442-მა ადამიანმა გაიკეთა.

სპეციალისტების გეგმით, დღეში ამ რიცხვმა 25 000-ს უნდა მიაღწიოს.

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 460 ადამიანს დაუდასტურდა.