26 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთში შესვლა ეკრძალებათ

26 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას ვერ შეძლებენ, - ამის შესახებ ნათქვამია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 24 ივლისის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას,

ბრძანება არ ეხება საქართველოდან მომავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 30 ივლისიდან ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას უკძალავს. ისრაელმა საქართველო ე.წ. ,,წითელ სიაში” 22 ივლისს გადაიყვანა, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის ზრდითაა გამოწვეული.