საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ - სენატმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს უფრო მკაცრ ზომებს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გარცელებული ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, ახალი წესები სამედიცინო მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციას და ე.წ. სანიტარული საშვების გაცემას ითვალისწინებს.
დოკუმენტს მხარი დაუჭირა 199 სენატორმა, 123 კი წინააღმდეგი იყო.
ახალი წესების მიხედვით რესტორნებში, თეატრებში, მუზეუმებში და კინოთეატრებში შესვლის, ასევე საქალაქთაშორისო მატარებლებში ჩასხდომის უფლება მხოლოდ "სანიტარული საშვების" და ვირუსზე უარყოფითი პასუხის მქონე პირებს ექნებათ.
როგორც ცნობილია, "სანიტარული საშვები" გაიცემა მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული ან ფლობენ არაუგვიანეს 72 საათის წინ გაკეთებული ტესტის უარყოფით პასუხს.
სავალდებულო ტესტირებისგან მხოლოდ არასრულწლოვნები გათავისუფლდებიან.