დღეს ჩვენი მაჩვენებლები, სხვა ქვეყნებისთვისაც საგანგაშოა და რა თქმა უნდა, სტატუსი ჩვენ ამის გამო შეგვიცვალეს - ერთადერთი გამოსავალია კუპირება მოვახდინოთ ამ ტალღის და რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნოთ და აღვიდგინოთ აქამდე არსებული მიმოსვლის საშუალება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გაბუნიას თქმით, საქართველოს სიაც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში რისკების გათვალისწინებით, პერიოდულად იცვლება.
"ეპიდემიური ვითარება ჩვენთან გაუარესდა და ევროპის ქვეყნები მეზობელი ქვეყნების ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას აფასებენ პერიოდულად და სტატუსი ვინ არის "წითელ ზონაში", ვინ არის "მწვანე ზონაში", იცვლება. დღეს ჩვენი მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, მათთვისაც არის საგანგაშო და რა თქმა უნდა, სტატუსი ჩვენ შეგვიცვალეს ამის გამო.
ერთადერთი გამოსავალი ამის არის ის, რომ ამ ტალღის კუპირება მოვახდინოთ და რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნოთ და აღვიდგინოთ აქამდე არსებული მიმოსვლის საშუალება. რა თქმა უნდა, მათთვისაც საგანგაშოა ჩვენთან არსებული სიტუაცია. იგივეს ვაკეთებთ ჩვენც მაღალი რისკის ქვეყნებთან მიმართებაში და ჩვენი სიაც და მოთხოვნებიც პერიოდულად იცვლება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 061 ადამიანს დაუდასტურდა
ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი 5000-ზე ნაკლებია